პროექტი


პროექტის  სახელწოდება:   მათემატიკური  თამაშები
პროექტის  მთავარი  იდეა:  მოზარდებისათვის  იმის  დანახვა, რომ  რაიმეს  სწავლა სწორედ  აზროვნების   შედეგია.მათ  უნდა  შეიგრძნონ  მათემატიკის,  როგორც  მეცნიერების,  სიზუსტე  და  პრაქტიკული  გამოყენება. 
პროექტის  აქტუალობა:  დაეხმაროს მოსწავლეებს 
●მათემტიკის სწავლებაში
●დაკვირვებისა  და  ხედვის  უნარის  წრთვნაში
● მოსაზრებებისა  და  გონებამახვილობის   განვითარებაში
●გაააქტიუროს  როგორც   ინიციატივებით  სავსე  და  მიზანდასახული  მოსწავლეები,  ასევე  ნაკლებად  აქტიური  მოსწავლეები
●სწრაფი   და  ლოგიკური  აზროვნების  განვითარებაში
●გუნდურობის  უნარის  განვითარებაში
პროექტის  მიზნები:  ხელი  შეუწყოს 
●მოსწავლეთა  ყოველმხრივ,  ჰარმონიულ  განვითარებას
● ცხოვრებაში  საჭირო  ჩვევების  გამომუშავებას 
●საკუთარ  განცდათა  გამოვლენის  კორექტური ფორმების  გამომუშავებას  და  წვრთნას
●ყურადღების, მეხსიერების, შემოქმედებითი  წარმოსახვის, ოპერატიულობის, თვითშემოქმედების  უნარის  განვითარებას
●მოსწავლეთა  ჩართვას  საკუთარ  სწავლის  პროცესში
●დაწყებული  საქმის  ბოლომდე  მიყვანის  ჩვევის  დაუფლებას
●გამარჯვებისათვის  სწრაფვის  უნარის  განვითარებას
●მოსწავლეთა  თვითრეალიზაციას
მონაწილეთა  ასაკი:   I   და  II  საფეხურის   მოსწავლეები.
ვადები, ხანგრძლივობა:   1  წელი
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,რაც  შეიძლება  შეიქმნას:
●ახალი  მათემატიკური  თამაშები
●საკუთარი  სწავლის პროცესით  დაინტერესებული  მოსწვლეები
●გააქტიურებული  და  მიზანდასახული  მოსწავლეები
პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:
●მაგნიტური  დაფა
●მარკერი
●ფოტოაპარატი
●პროექტორი
●კომპიუტერი(ინტერნეტი)
პროექტის  მსვლელობა:
  პროექტის  დაწყების  თანავე  მასწავლებელი  კვირაში  ერთხელ  აწარმოებს  შეხვედრებს    პროექტში  მონაწილე  გუნდთან,  მოისმენს  მათ  ინიციატივებს, წაახალისებს  და  მისცემს შესაბამის  რჩევებს.ჩატარდება  მათემატიკური  საღამო.მომზადებულ   დარბაზში გამოიკვეთება  რამდენიმე  ზონა, დაფა,  წამყვანი,  ჟიური,  გუნდები, მაყურებელი.  ჩატარდება  მათმატიკური  ჭიდილი  VII-VIII-IX  კლასის  მოსწავლეებს  შორის, თითოეულ  გუნდს  უნდა  გამოეყოს მაგიდა,რომლის  გარშემო   მოთავსდებიან  გუნდის წევრები.შეხვედრას მსაჯობს 3 წევრისაგან  შემდგარი  ჟიური, რომელსაც  ირჩევენ  გუნდები.საღამო  მიჰყავს  მასწავლებელს,  რომელსაც  ევალება  კითხვების  მომზადება  და  კონკურსის  ჩატარება.თითოეული გუნდი წარმოადგენს  მის მიერ მოფიქრებულ  თამაშობებს.   ჟიური  განიხილავს  და  შეაფასებს  გუნდებს  მათ  მიერ წარმოდგენილ  მასალას, აღნიშნულ  საკითხთან  დაკავშირებით.
საგნებთან / საგნობრივ  ჯგუფებთან / ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:
●გამოცდილებების  გაზიარება
●ურთიერთთანამშრომლობა
●მოტივაციის  გაზრდა
●პროექტებზე   მუშაობის  გამოცდილება
პროექტის  ხელმძღვანელი:   ლენა  ლომსაძე
ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა:   len.lomsadze@gmail.com
პროექტის  ვებ–გვერდი: